დავით ზალკალიანი – ვგმობ ლაჩრულ თავდასხმას ქაბულის აეროპორტში, საქართველო საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად დგას ტერორიზმთან ბრძოლაში

11:46, 27.08.2021

ვგმობ ლაჩრულ ტერორისტულ თავდასხმას ქაბულის აეროპორტში, დაღუპულთა ოჯახებს  თანაგრძნობას ვუცხადებ, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ზალკალიანი „ტვიტერის“ გვერდზე წერს.

მისივე თქმით, საქართველო საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად დგას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში.

„სრულიდ ვგმობ ლაჩრულ ტერორისტულ თავდასხმას ქაბულის აეროპორტში. თანაგრძნობას ვუცხადებ დაღუპულთა ოჯახებს, მათ შორის აშშ-ის სამხედროების. საქართველოს საერთაშორისო საზოგადოებასთან ერთად დგას ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში, რათა დასრულდეს ძალადობა, ქაოსი ავღანეთში და მის ფარგლებს გარეთ“, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

მსგავსი