ფინეთის პრეზიდენტი ემანეულ მაკრონს აკრიტიკებს და აცხადებს, რომ გარანტიები არა რუსეთს, არამედ რუსეთის მეზობლებს სჭირდებათ
ფინეთის პრეზიდენტმა საფრანგეთის პრეზიდენტი იმ განცხადების გამო გააკრიტიკა, რომელშიც ემანეულ მაკრონი რუსეთისთვის უსაფრთხოების გარანტიების მიცემაზე საუბრობს.
საული ნიინისტო აცხადებს, რომ გარანტიები არა რუსეთს, არამედ რუსეთის მეზობლებს სჭირდებათ.
ემანუელ მაკრონის განცხადებებზე საული ნიინისტომ კომენტარი რიგაში, გაერთიანებული საექსპედიციო ძალების ლიდერების შეხვედრის ფარგლებში, გამოცემა „ილტალეჰტისთვის“ მიცემულ ინტერვიუში გააკეთა.
„ვის სჭირდება აქ უსაფრთხოება? რუსეთის მეზობლებს. რუსეთს თუ შეუძლია, მისცეს მეზობლებს უსაფრთხოების გარკვეული გარანტიები, რატომ არ მივცეთ რუსეთს იმავე დონის და თანაბარად საიმედო უსაფრთხოების გარანტიები? ისეთივე საიმედო, როგორსაც მათ აძლევენ“, – თქვა საული ნიინისტომ.
გამოცემა წერს, რომ ამ კომენტარის შემდეგ ფინეთის პრეზიდენტმა ირონიულად გაიცინა.