ემანუელ მაკრონი უკრაინისთვის ავიაგამანადგურებლების გაგზავნას არ გამორიცხავს და აცხადებს, რომ შეიარაღება არ უნდა იყოს გამოყენებული რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის
ემანუელ მაკრონი უკრაინისთვის ავიაგამანადგურებლების გაგზავნას არ გამორიცხავს და აცხადებს, რომ შეიარაღება არ უნდა იყოს გამოყენებული რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი უკრაინისთვის ავიაგამანადგურებლების გაგზავნას არ გამორიცხავს. შესაბამის ინფორმაციას „ფრანს 24“ ავრცელებს. ამავე დროს, საფრანგეთის ლიდერი კონფლიქტის ესკალაციის რისკზე საუბრობს.

„პრინციპში, არაფერია გამორიცხული“, – განაცხადა მაკრონმა დანიის პრემიერ-მინისტრთან, მარკ რუტესთან შეხვედრის შემდეგ, როდესაც მას კიევისთვის ავიაგამანადგურებლების გაგზავნის შესაძლებლობაზე დაუსვეს შეკითხვა.

ამასთან, მაკრონმა ჩამოთვალა კრიტერიუმები შეიარაღების მიწოდების ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღებამდე. მათ შორისაა ის, რომ ნებისმიერმა შეიარაღებამ არ უნდა შეუწყოს ხელი ესკალაციას. ასევე ის, რომ შეიარაღება არ იქნება გამოყენებული რუსეთის ტერიტორიაზე დარტყმებისთვის, არამედ მხოლოდ წინააღმდეგობის ძალისხმევისთვის. ამასთან, ემანუელ მაკრონმა აღნიშნა, რომ იარაღის ნებისმიერმა მიწოდებამ არ უნდა შეასუსტოს საფრანგეთის შეიარაღებული ძალების შესაძლებლობები.