ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ევროპის უსაფრთხოების ახალმა არქიტექტურამ რუსეთს გარანტიები უნდა მისცეს
ემანუელ მაკრონი აცხადებს, რომ ევროპის უსაფრთხოების ახალმა არქიტექტურამ რუსეთს გარანტიები უნდა მისცეს

საფრანგეთის პრეზიდენტის განცხადებით, უსაფრთხოების ახალმა არქიტექტურამ რუსეთს გარანტიები უნდა მისცეს.

ემანუელ მაკრონის თქმით, დასავლეთმა უნდა მოიფიქროს, როგორ დაკმაყოფილდეს რუსეთის უსაფრთხოების გარანტიების საჭიროება, თუ პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი დათანხმდება მოლაპარაკებებს უკრაინაში ომის დასრულებაზე.

ფრანგულ ტელეკომპანია „ტეეფ 1“-თან ინტერვიუში, საფრანგეთის პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ევროპამ უნდა მოამზადოს თავისი მომავალი უსაფრთხოების არქიტექტურა.

„ეს ნიშნავს, რომ ერთ-ერთი არსებითი პუნქტი, რომელიც ჩვენ უნდა გადავწყვიტოთ – როგორც პრეზიდენტი პუტინი ყოველთვის ამბობდა – არის შიში იმისა, რომ ნატო მის კარს მიაღწევს და იარაღს განლაგებს, რომელიც შეიძლება, დაემუქროს რუსეთს. ეს თემა იქნება მშვიდობის თემების ნაწილი. ამიტომ ჩვენ უნდა მოვემზადოთ იმისთვის, რისი გაკეთებისთვისაც მზად ვართ, როგორ დავიცვათ ჩვენი მოკავშირეები და წევრი ქვეყნები და როგორ მივცეთ გარანტიები რუსეთს, როდესაც მოლაპარაკებების მაგიდასთან დაბრუნდება“, – თქვა ემანუელ მაკრონმა.