ფილიპინებზე ტროპიკული შტორმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 200-ს აღწევს
ფილიპინებზე ტროპიკული შტორმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 200-ს აღწევს. მინდანაოს კუნძულზე დაზარალებულ რეგიონებამდე მისვლას მაშველები ჯერ კვლავ ვერ ახერხებენ. შტორმის დროს დაკარგული 150-ზე მეტი მოქალაქის პოვნა ამ დრომდე ვერ ხერხდება. სტიქიის გამო სახლების მიტოვება 70 000 ფილიპინელს მოუხდა. დაზარალებულ რეგიონებში გადაუღებლად წვიმდა, რის გამოც სამაშველო ოპერაციის ჩატარება რთულია.
ათასობით ადამიანს არ მიეწოდება ელექტროენერგია, ჩახერგილია გზები. სტიქიის გამო დაღუპულების ოჯახებს მიუსამძიმრა გაეროს გენერალურმა მდივანმა. ანტონიუ გუტიერეშმა განაცხადა, რომ გაერო ფილიპინების დასახმარებლად მზადაა.