ფილიპინებში სუპერტაიფუნ „მანჯუთის“ გამო 800 ათასი ადამიანის ევაკუაცია მიმდინარეობს
ფილიპინებში სუპერტაიფუნ „მანჯუთის“ გამო 800 ათასი ადამიანის ევაკუაცია მიმდინარეობს. ამის შესახებ ადგილობრივი მედია ხელისუფლების განცხადებაზე დაყრდნობით იუწყება. როგორც ცნობილია, ტროპიკული შტორმი ძალებს იკრებს, რის გამოც მოსახლეობის უსაფრთხო ადგილას გადაყვანა ერთდროულად რვა პროვინციაში გახდა საჭირო.
ადგილობრივი ხელისუფლება სტიქიის ზონაში მყოფ მოსახლეობას საევაკუაციო ცენტრებთან მობილიზებისკენ მოუწოდებს. მათი ინფორმაციით, აღნიშნულ რეგიონებში ტაიფუნმა შესაძლოა სერიოზული ნგრევა გამოიწვიოს.
სუპერტაიფუნი „მანჯუთი“ კუნძულოვან სახელმწიფოს 12 სექტემბერს მიუახლოვდა. სინოპტიკოსების პროგნოზით, ტროპიკული შტორმი ძალების მაქსიმუმს 15 სექტემბერს მიაღწევს. ფილიპინების ატმოსფერული და გეოზიკის სამსახურის ცნობით, ამ დროისთვის, სტიქიის ეპიცენტრში ქარის სიჩქარე საათში 270 კილომეტრი იქნება.