ფილიპინების ხელისუფლებამ ქვეყანაში დენგეს ვირუსის ეპიდემია გამოაცხადა
ფილიპინების ხელისუფლებამ ქვეყანაში დენგეს ვირუსის ეპიდემია გამოაცხადა.
ქვეყნის ხელისუფლება აცხადებს, რომ დაავადებას, რომელიც კოღოს გადააქვს, მიმდინარე წელს 622 ადამიანი ემსხვერპლა. მიმდინარე წლის იანვრიდან ივლისამდე, დენგეთი ინფიცირების 146 ათასი შემთხვევა აღინიშნა, რაც წინა წლის იმავე პერიოდთან შედარებით 98 პროცენტიანი ზრდაა. გასულ თვეს, ფილიპინებში დენგესთან დაკავშირებით განგაში გამოცხადდა.
დენგეს ვირუსით ყოველწლიურად მსოფლიოში 400 მილიონი ადამიანი ავადდება და ძირითადად ტროპიკულ და სუბ-ტროპიკულ ზონებში ვრცელდება. დენგე ძირითადად ბავშვებში ვრცელდება.