ფედერიკა მოგერინი მომავალ კვირას დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს ეწვევა
ევროკავშირის უმაღლესი კომისარი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ფედერიკა მოგერინი მომავალ კვირას დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებს ეწვევა. მოგერინი 17-19 აპრილს ალბანეთში, მაკედონიაში, მონტენეგროსა და სებრეთში ჩავა.
მანამდე კი, დასავლეთ ბალკანეთზე ევროკავშირი 16 აპრილს ლუქსემბურგში დაგეგმილ საგარეო საქმეთა მინისტერიალზე იმსჯელებს.
„დასავლეთ ბალკანეთი არის ევროპა და ისინი იქნებიან მომავალი ევროკავშირის, უფრო მყარი, სტაბილური და ერთიანი კავშირის ნაწილი. ეს არის საერთო ინტერესების ნაწილი და რეგიონის ქვეყნებთან საერთო პასუხისმგებლობა ყველა ჩვენი მოქალაქის ინტერესებშია“, – განაცხადა ევროკავშირის უმაღლესმა კომისარმა.
გავრცელებული ინფორმაციით, 17 აპრილს სტრასბურგში ფედერიკა მოგერინი ევროკომისარ იოჰანეს ჰანთან ერთად ევროკავშირის გაფართოების სტრატეგიას წარადგენს.
ევროკომისიამ დასავლეთ ბალკანეთის ევროკავშირში ინტეგრაციის სტრატეგია 6 თებერვალს წარადგინა.