ფედერერი და ჯოკოვიჩი ერთმანეთს მიუახლოვდნენ - აშშ-ის ღიას მეოთხე დღე
ფედერერი და ჯოკოვიჩი ერთმანეთს მიუახლოვდნენ - აშშ-ის ღიას მეოთხე დღე

ამერიკის ღია პირველობაზე მეორე წრე დასრულდა და გაირკვა 1/16 ფინალის ყველა მონაწილე.
კაცების ტურნირი ისევ სენსაციის გარეშე მიმდინარეობს. მორიგი მატჩები მოიგეს როჯერ ფედერერმა და ნოვაკ ჯოკოვიჩმა და ერთმანეთს მიუახლოვდნენ. ეს ჩოგბურთელები ბადის ერთ მეოთხედში არიან და სავარაუდოდ, მეოთხედფინალში უნდა შეხვდნენ ერთმანეთს.

ფედერერმა ცხრიდან ხუთი ბრეიკ-პოინტი გამოიყენა და 7:5, 6:4, 6:4 მოუგო ფრანგ ბენუა პერს, ჯოკოვიჩმა კი ზედიზედ მეორე მატჩში დათმო სეტი – ამერიკელ ტენის სანდგრენთან მესამე პარტია წააგო, თუმცა, სხვა სეტებში დამაჯერებელი იყო – 6:1, 6:3, 6:7(2), 6:2.

ჯოკოვიჩის მეტოქე 1/16 ფინალში ფრანგი რიშარ გასკე იქნება, ფედერერი კი ავსტრალიელ ნიკ კირგიოსს შეხვდება. ამ ჩოგბურთელებს ძალიან საინტერესო ურთიერთშეხვედრათა ისტორია აქვთ: ფედერერი წინ არის – 2:1. სულ შვეიცარიელმა და ავსტრალიელმა ერთმანეთში 9 სეტი ითამაშეს და რვაში ტაი-ბრეიკის ჩატარება გახდა საჭირო.

კაცები
II წრე
ფედერერი (შვეიც, 2)-პერი (საფ) 7:5, 6:4, 6:4
ა. ზვერევი (გერ, 4)-მაუ (საფ) 6:4, 6:4, 6:2
ჯოკოვიჩი (სერ, 6)-სანდგრენი (აშშ) 6:1, 6:3, 6:7(2), 6:2
ჩილიჩი (ხორ, 7)-იურკაში (პოლ) 6:2, 6:0, 6:0
გოფენი (ბელ, 10)-ჰაასე (ჰოლ) 6:2, 6:7(1), 6:3, 6:2
სოუზა (პორ)-კარენო ბუსტა (ესპ, 12) 4:6, 6:3, 5:7, 6:2, 2:0 უარი
შვარცმანი (არგ, 13)-მუნარი (ესპ) 6:2, 6:0, 5:7, 6:2
მილმენი (ავსტრა)-ფონინი (იტა, 14) 6:1, 4:6, 6:4, 6:1
პუიე (საფ, 17)-ბაღდატისი (კვიპ) 6:7(4), 6:4, 6:4, 6:3
ნიშიკორი (იაპ, 21)-მონფილსი (საფ) 6:2, 5:4 უარი
კუკუშკინი (ყაზ)-ჩუნგი (კორ, 23) 7:6(5), 6:2, 6:3
გასკე (საფ, 26)-ჯერე (სერ) 6:3, 7:6(5), 6:3
კირგიოსი (ავსტრა, 30)-ერბერი (საფ) 4:6, 7:6(6), 6:3, 6:0
დე მინორი (ავსტრა)-ტიაფო (აშშ) 6:4, 6:0, 5:7, 6:2
შტრუფი (გერ)-ბენეტო (საფ) 6:2, 4:6, 6:1, 3:6, 6:3
კოლშრაიბერი (გერ)-ებდენი (ავსტრა) 6:7(1), 6:3, 6:2, 6:0

1/16 ფინალში ხვდებიან
ნადალი (ესპ, 1)-ხაჩანოვი (რუს, 27)
ბასილაშვილი (საქ)-პეია (არგ)
ტიმი (ავსტრია, 9)-ფრიტცი (აშშ)
შაპოვალოვი (კან, 28)-ანდერსონი (ს. აფრ, 5)
დელ პოტრო (არგ, 3)-ვერდასკო (ესპ, 31)
ჩორიჩი (ხორ, 20)-მედვედევი (რუს)
ისნერი (აშშ, 11)-ლაიოვიჩი (სერ)
რაონიჩი (კან, 25)-ვავრინკა (შვეიც)
ჩილიჩი (ხორ, 7)-დე მინორი (ავსტრა)
შტრუფი (გერ)-გოფენი (ბელ, 10)
შვარცმანი (არგ, 13)-ნიშიკორი (იაპ, 21)
კოლშრაიბერი (გერ)-ა. ზვერევი (გერ, 4)
ჯოკოვიჩი (სერ, 6)-გასკე (საფ, 26)
პუიე (საფ, 17)-სოუზა (პორ)
მილმენი (ავსტრა)-კუკუშკინი (ყაზ)
კირგიოსი (ავსტრა, 30)-ფედერერი (შვეიც, 2)