FAO-მ ფერმერთა ინფორმირებულობის შესახებ კვლევის შედეგები გამოაქვეყნა
FAO-მ ფერმერთა ინფორმირებულობის შესახებ კვლევის შედეგები გამოაქვეყნა

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციამ FAO ფერმერთა ინფორმირებულობის კვლევა ჩაატარა. კვლევის მიხედვით დგინდება, რომ საქართველოში ერთ-ერთ პრობლემად რჩება ფერმერთა არაინფორმირებულობა ცხოველიდან ადამიანზე გადამდები დაავადებების შესახებ, რაც თავის მხრივ, პირდაპირ უკავშირდება სურსათის უვნებლობის საკითხს.

ფერმერთა 75%-ს საკუთარი მსხვილფეხა საქონელი იდენტიფიცირებული ჰყავს საყურე ნიშნით, რაც იმას ნიშნავს, რომ ცხოველებზე განხორციელებულია ვეტერინარული ზედამხედველობა. ამის მიუხედავად, მესაქონლეთა უმეტესობა ვერ ხედავს კავშირს ცხოველებისა და ადამიანების ჯანმრთელობას შორის.

გამოკითხულთა 29% ამბობს, რომ თითქმის არაფერი იცის ცხოველთა დაავადებების შესახებ. 58 % საკუთარი ცხოველისგან წარმოებული ნაწარმის (რძე, ყველი, ხორცი) უდიდეს ნაწილს თავად მოიხმარს. სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებულ რისკებს ზრდის ფაქტი, რომ ფერმერთა მხოლოდ ოთხმა პროცენტმა დაკლა მსხვილფეხა საქონელი სასაკლაოზე ბოლო 12 თვის განმავლობაში.

რაც შეეხება კვლევის გენდერულ ნაწილს. დადგინდა, რომ კაცები და ქალები თითქმის თანაბარ დროს უთმობენ ცხოველთა მოვლა-პატრონობას (2საათი და 40წთ).

საჭირო ინფორმაციის მიღების მთავარ წყაროდ ფერმერთა 82%-ისთვის ტელევიზია რჩება.