მედიის ცნობით, დონალდ ტუსკი გაფიცულ ფერმერებს შეხვდა და განუცხადა, რომ უკრაინასთან საზღვრის ჩაკეტვას არ განიხილავს
მედიის ცნობით, დონალდ ტუსკი გაფიცულ ფერმერებს შეხვდა და განუცხადა, რომ უკრაინასთან საზღვრის ჩაკეტვას არ განიხილავს

პოლონეთის პრემიერ-მინისტრი დონალდ ტუსკი გაფიცულ ფერმერებს შეხვდა. მედიის ინფორმაციით, მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა.

როგორც ცნობილია, შეხვედრაში ასევე პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრიც მონაწილეობდა.

როგორც მედია წერს, პოლონელი ფერმერები შეხვედრით უკმაყოფილო არიან. მათი თქმით, პრემიერმა შეხვედრაზე თქვა, რომ უკრაინასთან საზღვრის ჩაკეტვას პოლონეთის მთავრობა არ განიხილავს.

ამასთან, პოლონელმა ფერმერებმა მორიგი მაშტაბური საპროტესტო აქცია დააანონსეს, რომელიც მთელი ქვეყნის მასშტაბით 20 მარტს გაიმართება.
ფერმერების ერთ-ერთი წარმომადგენლის, ტომაშ ობშანსკის თქმით, გაფიცვის ფარგლებში გადაიკეტება გზები.

„ეს იქნება უფრო ძლიერი და მასშტაბური გაფიცვა. ფერმერებს დიდი პრობლემები აქვთ, რადგან არ არსებობს არანაირი მხარდაჭერა სახელმწიფოსგან. მიუხედავად იმისა, რომ პრემიერი ცდილობს, რაც შეუძლია, ჩვენ მაინც ყველაფრის გარეშე დავრჩით”, – განაცხადა ობშანსკიმ.