საერთო საზღვრის დროებით დახურვასა და ორმხრივი ვაჭრობის შეწყვეტასთან დაკავშირებით პოლონეთი და უკრაინა მოლაპარაკებებს აწარმოებენ
საერთო საზღვრის დროებით დახურვასა და ორმხრივი ვაჭრობის შეწყვეტასთან დაკავშირებით პოლონეთი და უკრაინა მოლაპარაკებებს აწარმოებენ

პოლონეთის პრემიერ-მინისტრ დონალდ ტუსკის განცხადებით, პოლონეთი და უკრაინა მოლაპარაკებებს აწარმოებენ საერთო საზღვრის დროებით დახურვასა და ორმხრივი ვაჭრობის შეწყვეტასთან დაკავშირებით.

მისი თქმით, ეს იქნება დროებითი და უმტკივნეულო გადაწყვეტილება ორივე ქვეყნისთვის.

„მზად ვარ, მივიღო რთული გადაწყვეტილება, როდესაც საუბარია უკრაინასთან საზღვარზე. ყოველთვის გავდივარ კონსულტაციას კიევთან, რათა თავიდან ავირიდოთ არასაჭირო დაძაბულობა. თუმცა ჩვენ უნდა ვიპოვოთ ხანგრძლივი გამოსავალი“.

დონალდ ტუსკის თქმით, 29 თებერვალს ვარშავაში სოფლის მეურნეობის საკითხზე სამიტი გაიმართება, სადაც ის პოლონელ ფერმერთა წარმომადგენლებს შეხვდება.

შეგახსენებთ, თებერვლის დასაწყისში პოლონელმა ფერმერებზე უკრაინის საზღვარზე საპროტესტო აქციები განაახლეს. 25 თებერვლის ღამეს კი უკრაინულ აგროპროდუქციასთან დაკავშირებით ინციდენტი მოხდა. უცნობმა პირებმა უკრაინული მარცვლეულით დატვირთული მატარებლის შემადგენლობიდან რვა ვაგონი გახსნეს და სიმინდი სარკინიგზო ხაზზე დაყარეს. 27 თებერვალს კი დედაქალაქში მასშტაბური საპროტესტო აქცია გამართეს და უკრაინული პროდუქციის იმპორტის წინააღმდეგ გამოვიდნენ.