„ფაიზერის“ ვაქცინის მესამე დოზის დამტკიცების თაობაზე ევროპის წამლის სააგენტო გადაწყვეტილებას 4 ოქტომბერს მიიღებს
„ფაიზერის“ ვაქცინის მესამე დოზის დამტკიცების თაობაზე ევროპის წამლის სააგენტო გადაწყვეტილებას 4 ოქტომბერს მიიღებს

ევროპის წამლის სააგენტო „ფაიზერის“ ვაქცინის მესამე დოზის მიღების თაობაზე 4 ოქტომბერს მიიღებს გადაწყვეტილებას. აღნიშნულის შესახებ სააგენტო „როიტერი“ საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.

ევროპული გაერთიანების მედიკამენტების მარეგულირებელი ორგანო 4 ოქტომბერს გადაწყვეტს, დაამტკიცოს, თუ არა „ფაიზერის“ ვაქცინის დამატებითი დოზის მიღების შესაძლებლობა, მაგრამ ამავდროულად ნაკლებსავარაუდოა, რომ იყოს მკაფიო მითითება კონკრეტულ ასაკობრივ ჯგუფებზე.

იმ შემთხვევაში, თუ ევროპის წამლის სააგენტო მხარს დაუჭერს მესამე დოზის მიღების გადაწყვეტილებას, ევროკავშირი შეუერთდება აშშ-ს, დიდ ბრიტანეთსა და ისრაელს, რომლებმაც მანამდე უკვე მიიღეს აღნიშნული გადაწყვეტილება.