Facebook-ის ყოფილმა თანამშრომელმა აღიარა, რომ ჯორჯ სოროსზე ინფორმაციული თავდასხმისთვის პიარ-კომპანია დაიქირავა
Facebook-ის ყოფილმა თანამშრომელმა აღიარა, რომ ჯორჯ სოროსზე ინფორმაციული თავდასხმისთვის პიარ-კომპანია დაიქირავა

კომპანია Facebook-ის კომუნიკაციებისა და პოლიტიკის განყოფილების უკვე გადამდგარმა ხელმძღვანელმა, ელიოტ შრეიჯმა აღიარა, რომ ბიზნესმენ და ფილანტროპ ჯორჯ სოროსზე ინფორმაციული თავდასხმისთვის პიარ-კომპანია დაიქირავა.

ინფორმაციას ამის შესახებ გამოცემა The Guardian-ი ავრცელებს. შრაგეს თქმით, მან ამისთვის კომპანია Definers Public Affair-ი დაიქირავა.

Facebook-ის ყოფილი თანამშრომელი აცხადებს, რომ ჯორჯ სოროსზე საინფორმაციო თავდასხმაზე პასუხისმგებელი მხოლოდ ის არის, რადგან ამერიკული კომპანიის ხელმძღვანელმა, მარკ ცუკერბერგმა და სოციალური ქსელის ოპერაციულმა დირექტორმა, შერილ სანდბერგმა ამის შესახებ არაფერი იცოდნენ.

შრეიჯის განმარტებით, აღნიშნული ქმედება გამოიწვია ჯორჯ სოროსის მიერ 2018 წლის დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე გაკეთებულმა განცხადებამ, სადაც მან Google-სა და Facebook-ს საზოგადოებისთვის საფრთხე უწოდა. კომპანია Facebook-მა დაიქირავა Definers-ი, რათა გაერკვია, იყო თუ არა ჯორჯ სორისის განცხადება ფინანსურად მოტივირებული და იდგნენ თუ არა მის უკან კონკრეტული ჯგუფები.

როგორც გამოცემა The Wall Street Journal-ი წერს, შრეიჯის აღიარების შემდეგ მილიარდერ ჯორჯ სოროსის მიერ დაარსებულმა ფონდმა „ღია საზოგადოებამ“ აშშ-ის კონგრესს Facebook-ზე კონტროლის დაწესება მოსთხოვა.