ევროვიზია 2018-ის ქართველმა კონკურსანტებმა, „ირიაოს“ წევრებმა პორტუგალიაში ფოტოსესიაში მიიღეს მონაწილეობა
ევროვიზია 2018-ის ქართველი კონკურსანტები, ეთნოჯაზბენდ „ირიაოს“ წევრები პორტუგალიის დედაქალაქში გადაღებაზე ჩავიდნენ.
ვებგვერდ Eurovoix-ის ინფორმაციით, რომელიც ევროვიზიის სიახლეების შესახებ წერს, „ირიაოს“ წევრებმა, ფოტოსესიაში მიიღეს მონაწილეობა.
გავრცელებული ინფორმაციით, ფოტოები კონკურსის ორგანიზატორებს ღია ბარათების დასამზადებლად სჭირდებათ.
სტატიაში აღნიშნულია, რომ საკონკურსო სიმღერა მომდევნო თვეში გამოვლინდება და ეთნოჯაზისა და ქართული პოლიფონიური ელემენტების ნაზავი იქნება.