„შენი გულისთვის“ - „ევროვიზია 2018“-ის მეორე ნახევარფინალში დღეს „ირიაო“ იმღერებს
„შენი გულისთვის“ - „ევროვიზია 2018“-ის მეორე ნახევარფინალში დღეს „ირიაო“ იმღერებს

„ევროვიზია 2018“-ის მეორე ნახევარფინალში დღეს საქართველოს წარმომადგენელი ჯგუფი „ირიაო“ იმღერებს.

ირიაო“ შეასრულებს სიმღერას – „შენი გულისთვის“.

პირველ ნახევარფინალში საქართველოს კონკურსანტისთვის ხმის მიცემა არ შეეძლო, ვინაიდან საქართველოს წარმომადგენელი არ მონაწილეობდა. დღეს კი ქვეყანას არჩევანის გაკეთების საშუალება მიეცემა, რადგან ევროვიზიის მეორე ნახევარფინალში „ირიაო“ იმღერებს.

ევროვიზიის წესების მიხედვით, ქვეყანას თავისი წარმომადგენლებისთვის ხმის მიცემა არ შეუძლია, ამიტომ არჩევანი სხვა ქვეყნის წარმომადგენლებზე უნდა შეაჩერონ.

საქართველოს მოსახლეობას ხმის მიცემა ფინალურ კონცერტზეც შეეძლება.

რაც შეეხება საქართველოს წარმომადგენლისთვის ხმის მიცემის წესს, თუ იმყოფებით საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, ჰოლანდიასი, ავსტრალიაში, პოლონეთში, მალტაში, უნგრეთში, ლატვიაში, შვედეთში, მონტენეგროში, სლოვენიაში, ნორვეგიაში, რუმინეთში, სერბეთში, სან მარინოში, დანიაში, რუსეთში, მოლდოვასა და უკრაინაში, უნდა გადართოთ იმ ქვეყნის საზოგადოებრივ მაუწყებელზე, სადაც იმყოფებით.

ამის შემდეგ, საქართველოსთვის ხმის მისაცემად უნდა დარეკოთ ან გაგზავნოთ „ირიაოს“ გამოსვლის ნომერი – 10 ეკრანზე მითითებულ ნომერზე.

ალტის არენას“ სცენაზე მეორე ნახევარფინალში 18 კონკურსანტი მონაწილეობს. მათგან შეირჩევა საუკეთესო ათეული, რომელიც ფინალში 12 მაისს იმღერებს.

ევროვიზიის სიმღერის რიგით 63-ე კონკურსის პირველი ნახევარფინალი 8 მაისს ჩატარდა და ფინალში 10 ქვეყანა გადავიდა: ავსტრია, ესტონეთი, კვიპროსი, ლიტვა, ისრაელი, ჩეხეთი, ბულგარეთი, ალბანეთი, ფინეთი და ირლანდია.

წესების მიხედვით, თითო ნახევარფინალიდან ფინალში 10 ქვეყნის წარმომადგენელი გადადის, სადაც მათ უერთდებიან დიდი ხუთეულის ქვეყნები (დიდი ბრიტანეთი, გერმანია, იტალია, საფრანგეთი და ესპანეთი) და გამარჯვებული ქვეყნის წარმომადგენელი, ამ შემთხვევაში, პორტუგალია.

ფინალში ხმის მიცემა შეუძლია 43-ვე ქვეყანას, რომელიც ევროვიზია 2018-ში მონაწილეობს.

„ევროვიზია 2018“-ის ფინალი 12 მაისს გაიმართება. კონკურსის პირდაპირ ტრანსლირებას პირველი არხი 23:00 საათზე შემოგთავაზებთ.

დატოვე კომენტარი