„ირიაომ“ ევროვიზიის გახსნის ცერემონიაზე „ლურჯ ხალიჩაზე“ ჩაიარა

ლისაბონში ევროვიზიის სიმღერის კონკურსის გახსნის ცერემონია მიმდინარეობს. „ლურჯ ხალიჩაზე“ საქართველოს კონკურსანტებმა, ჯგუფ „ირიაოს“  წევრებმა უკვე ჩაიარეს.

10 მაისს ჯგუფი „ირიაო“ მაყურებლის წინაშე მეორე ნახევარფინალურ ტურში იმღერებს. წელს ევროფესტივალში 43 ქვეყანა მონაწილეობს. ჯგუფი „ირიაო“ შეასრულებს სიმღერას – „შენი გულისთვის“.