გიორგი მარგველაშვილი - უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებსა და მეგობრებს მოგიწოდებთ, მხარი დაუჭიროთ „ირიაოს“
გიორგი მარგველაშვილი - უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებსა და მეგობრებს მოგიწოდებთ, მხარი დაუჭიროთ „ირიაოს“

საქართველოს პრეზიდენტი, გიორგი მარგველაშვილი უცხოეთში მყოფ მოქალაქეებს მოუწოდებს, „ევროვიზია 2018“-ზე მხარი საქართველოს წარმომადგენელ ჯგუფ „ირიაოს“ დაუჭიროს. ამის შესახებ გიორგი მარგველაშვილი „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს.

„წელს ევროვიზიის კონკურსზე პირველად შესრულდება ქართულენოვანი სიმღერა! უცხოეთში მცხოვრებ ჩვენს თანამოქალაქეებსა და მეგობრებს მოგიწოდებთ, მხარი დაუჭიროთ IRIAO-ს. #VoteforGeorgia #საქართველოშენიგულისთვის #ირიაოევროვიზიაზე“, -წერს გიორგი მარგველაშვილი „ფეისბუქზე“.

„ევროვიზია 2018“-ის მეორე ნახევარფინალში დღეს საქართველოს წარმომადგენელი ჯგუფი „ირიაოიმღერებს.

ირიაო“ შეასრულებს სიმღერას – „შენი გულისთვის“.

„ირიაოსთვის“ ხმის მიცემა შეუძლიათ საზღვარგარეთ მყოფ მოქალაქეებს. თუ იმყოფებით საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, ჰოლანდიაში, ავსტრალიაში, პოლონეთში, მალტაში, უნგრეთში, ლატვიაში, შვედეთში, მონტენეგროში, სლოვენიაში, ნორვეგიაში, რუმინეთში, სერბეთში, სან მარინოში, დანიაში, რუსეთში, მოლდოვასა და უკრაინაში, უნდა გადართოთ იმ ქვეყნის საზოგადოებრივ მაუწყებელზე, სადაც იმყოფებით.

ამის შემდეგ, საქართველოსთვის ხმის მისაცემად უნდა დარეკოთ ან გაგზავნოთ „ირიაოს“ გამოსვლის ნომერი – 10 ეკრანზე მითითებულ ნომერზე.

ევროვიზიის წესების მიხედვით, ქვეყანას თავისი წარმომადგენლებისთვის ხმის მიცემა არ შეუძლია. შესაბამისად, „ირიაოსთვის“ ხმის მიცემას მხოლოდ ზემოთ ჩამოთვლილი ქვეყნებიდან შეძლებენ.

დატოვე კომენტარი