ლისაბონში „ევროვიზია 2018“-ის გენერალური რეპეტიცია მიმდინარეობს
ლისაბონში „ევროვიზია 2018“-ის გენერალური რეპეტიცია მიმდინარეობს

პორტუგალიის დედაქალაქ ლისაბონში „ევროვიზია 2018“-ის გენერალური რეპეტიცია რამდენიმე წუთის წინ დაიწყო, – ამის შესახებ პირველი არხის ჟურნალისტი ლისაბონიდან იუწყება.

დღევანდელ შოუს საერთაშორისო ჟიური აფასებს. ისინი საკუთარ ქვეყნებში არიან შეკრებილი და შოუს ბოლოს დაწერენ ქულებს, რომელიც ხვალ, მაყურებლის ქულებთან დაჯამდება.

ალტის არენაზე” 8 000 ადამიანი იმყოფება. ქართველი მონაწილეები – ჯგუფი „ირიაო“ სცენაზე დაახლოებით 20 წუთში გავა.

„ევროვიზია 2018“-ის მეორე ნახევარფინალში კი მაყურებლის წინაშე საქართველოს წარმომადგენელი ჯგუფი „ირიაო“ 10 მაისს წარდგება.

ირიაო“ შეასრულებს სიმღერას – „შენი გულისთვის“.

„ევროვიზია 2018“-ის ფინალი 12 მაისს გაიმართება. კონკურსის პირდაპირ ტრანსლირებას პირველი არხი 23:00 საათიდან შემოგთავაზებთ.