ევროვიზია 2018-ის​ მონაწილე ეთნოჯაზბენდ „ირიაოს“ წევრებისთვის საიმიჯო ფოტოსესია მოეწყო
ევროვიზია 2018-ის​ მონაწილე ეთნოჯაზბენდ „ირიაოს“ წევრებისთვის საიმიჯო ფოტოსესია მოეწყო

ევროვიზია 2018-ისთვის მზადება ეთნოჯაზბენდმაირიაომ“ საიმიჯო ფოტოსესიით დაიწყო. ქართული თუ ევროპული ბეჭდური და ონლაინ მედია ოფიციალურ საიტებზე გავრცელებულ ნებისმიერ ინფორმაციას ფოტოგრაფ გიორგი ცაავას მიერ გადაღებული ფოტოებით განათავსებს. ეს საიმიჯო ფოტოები განთავსდება ბანერებზეც.

ჯგუფის საიმიჯო კონცეფცია ევროვიზიის გუნდმა შეიმუშავა. შერჩეულია 5 იმიჯი, რომელიც მთლიანად კლასიკურ სტილს მოიცავს და ერთმანეთისგან დეტალებით განსხვავდება. ფოტოსესიისთვის კლასიკური და ე.წ ქეჟუალ სტილი გადაწყდა. კონკურსანტები სხვადასხვა იმიჯით წარდგებიან, როგორც სცენაზე ასევე, წითელ ხალიჩაზე და მთავარ საიმიჯო კლიპში.

ქეჟუალ სტილის კოსტიუმების დიზაინერი მეგი გაბუნიაა.

ფოტოების შემდეგ, მუშაობა კლიპის გადაღებაზე დაიწყება. რამდენიმეთვიან მოსამზადებელ პერიოდს მთავარი კონკურსის ნახევარფინალი დაასრულებს.

ევროვიზია 2018 პორტუგალიის ქალაქ ლისაბონში გაიმართება. „ალტიჩე არენაზე“ ევროფესტივალის ქართველი კონკურსანტები 10 მაისს წარდგებიან. „ირიაო“ კონკურსზე ეროვნულ ენაზე შექმნილ სიმღერას შეასრულებს.