ევროპოლს ბელგიის კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი კატრინ დე ბოლი უხელმძღვანელებს
ევროპოლს ბელგიის კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი კატრინ დე ბოლი უხელმძღვანელებს

ისტორიაში პირველად, ევროპოლს ( ევროპის პოლიციის სამსახური) ქალი უხელმძღვანელებს. ამ პოსტზე ბელგიის კრიმინალური პოლიციის ყოფილი უფროსი კატრინ დე ბოლი დაინიშნა.

დე ბოლის დანიშვნის გადაწყვეტილება 8 მარტს ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე მიიღეს. ის ამ პოსტზე ბრიტანელ  რობ უეინრაიტს შეცვლის, რომელსაც უფლებამოსილების ვადა დღეს ამოეწურა. ევროპოლის დირექტორს მხოლოდ ერთი ვადით და 4 წლით ირჩევენ .

48 წლის კატრინ დე ბოლი განათლებით იურისტია .