„ევროპოლს“ მოუწოდებენ, წაშალოს იმ ადამიანების პირადი მონაცემები, რომელთა ბრალეულობაც არ დამტკიცდა
„ევროპოლს“ მოუწოდებენ, წაშალოს იმ ადამიანების პირადი მონაცემები, რომელთა ბრალეულობაც არ დამტკიცდა

ევროპოლს“ მოუწოდებენ, წაშალონ იმ ადამიანების პირადი მონაცემები, რომელთა ბრალეულობაც არ დამტკიცდა.

როგორც „ევრონიუსი“ იუწყება, გამოძიებამ დაადგინა, რომ ევროკავშირის პოლიციის სააგენტო უდანაშაულო მოქალაქეთა პირად მონაცემებს აგროვებდა და ინახავდა.

ევროკავშირის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოს ცნობით, მათ მიმართეს „ევროპოლს“ მოთხოვნით, წაშალონ ყველა იმ ადამიანის პირადი მონაცემები, რომელთა კავშირიც დანაშაულთან არ დამტკიცდა, რადგან კანონით მსგავსი მონაცემების შენახვა მხოლოდ ექვსი თვით არის ნებადართული.

მათივე ცნობით, „ევროპოლი“ არაერთხელ იყო გაფრთხილებული, რომ მსგავსი ინფორმაციის შენახვა „ინდივიდუალური პირების ფუნდამენტურ უფლებებს საფრთხეს უქმნის, თუმცა უწყებამ ეს რეკომენდაცია არ გაითვალისწინა“.

ევროპოლი“ მონაცემებს საჭიროზე მეტ ხანს ინახავდა“, – განაცხადეს ევროკავშირის მონაცემთა დაცვის საზედამხედველო ორგანოში.