„ევროპოლის“ გამოძიების ფარგლებში, უკანონო ონლაინვაჭრობისთვის 150 ადამიანი დააკავეს
„ევროპოლის“ გამოძიების ფარგლებში, უკანონო ონლაინვაჭრობისთვის 150 ადამიანი დააკავეს

„ევროპოლის“ გამოძიების ფარგლებში, მსოფლიო მასშტაბით ჩატარებული ოპერაციის დროს, საქონლის უკანონო ონლაინვაჭრობისთვის 150 ადამიანი დააკავეს.

როგორც „დოიჩე ველე“ წერს, უკანონო სავაჭრო ქსელი პოლიციამ მიმდინარე წლის იანვარში აღმოაჩინა და გამომძიებლები მას შემდეგ უკანონო ვაჭრობაში ჩართული ადამიანების გამოსავლენად მუშაობდნენ.

პოლიციის ოპერაცია ავსტრალიაში, ბულგარეთში, საფრანგეთში, გერმანიაში, იტალიაში, ნიდერლანდებში, შვეიცარიაში, ბრიტანეთსა და აშშ-ში ჩატარდა. სავაჭრო ქსელი ნარკომოვაჭრეებს თავიანთი საქონლის უსაფრთხოდ გაყიდვის საშუალებას აძლევდა. გამომძიებლებმა ოპერატორების განეიტრალება რამდენჯერმე მოახერხეს, თუმცა გამყიდველების დაჭერა გართულდა. სამართლდამცველებმა დაკავებულებს 26.7 მილიონი ევრო, 45 ცეცხლსასროლი იარაღი და 234 კილოგრამი ნარკოტიკული ნივთიერება, მათ შორის ექსტაზის 25 000 აბი ჩამოართვეს.