ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოდან რვა სპორტსმენი იასპარეზებს #1TVSPORT
დღეს საქართველოს ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში გაიმართა საქართველოს სპორტსმენთა გაცილების ცერემონიალი ევროპის ზამთრის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე.
ზამთრის XVI ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს იტალია 21-28 იანვარს უმასპინძლებს და მასში სპორტის 13 სახეობაში 47 ქვეყნის სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. საქართველოდან სპორტის 4 სახეობაში (სამთო თხილამურობა, ფიგურული ციგურაობა, ტრამპლინიდან ხტომა, სნოუბორდი) იასპარეზებს 8 სპორტსმენი.
საქართველოს ოლიმპიურ დელეგაციას უხელმძღვანელებს სეოკ-ის პრეზიდენტი ლერი ხაბელოვი. ოლიმპიურ სოფელში მისიის ხელმძღვანელი იქნება სეოკ-ის სპორტული დირექტორი გიორგი ესაკია.
ევროპის ზამთრის XVI ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველოს მედროშეები იქნებიან სამთო მოთხილამურეები ნინო ენუქიძე და ოთარ წულეისკირი.
ევროპის ზამთრის XVI ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალში მონაწილე საქართველოს დელეგაციის შემადგენლობა:
ოლიმპიური სოფელი
სამთო-სათხილამურო სპორტი
ლევან ნაზღაიძე
ლუკა ბურდული
ოთარ წულეისკირი
ნინო ენუქიძე
ფიგურული ციგურაობა
კონსტანტინე სუპატაშვილი
ტრამპლინიდან ხტომა
გიორგი მიქელაძე
გიორგი დიაკონოვი
სნოუბორდი
ნიკოლოზ გაბულდანი
geonoc.org