საქართველოს სახელით მოასპარეზე ანასტასია გუბანოვა ზაგრების ტურნირის გამარჯვებულია [ვიდეო] #1TVSPORT

13:22, 11.12.2021

10 დეკემბერს, ხორვატიაში, ჩელენჯერის სერიის Golden spin of Zagreb 2021-ის საერთაშორისო ტურნირზე გათამაშდა მედლების პირველი კომპლექტი ქალთა კატეგორიაში, რომელშიც მონაწილეობას 15 ქვეყნის 23 წარმომადგენელი ღებულობდა.

ტურნირზე საკმაოდ კარგად იასპარეზა საქართველოს სახელით მოასპარეზე 19 წლის მოციგურავემ, ანასტასია გუბანოვამ, რომელმაც ორი პროგრამის ჯამში 184,29 ქულით შეძლო ტურნირის გამარჯვებული და ოქროს მედლის მფლობელი გამხდარიყო.

https://www.youtube.com/watch?v=de9m3AC6yNk

ანასტასია გუბანოვასათვის ხორვატიის ტურნირი ოქტომბერში ფინეთში გამართული ტურნირის შემდეგ მეორე საერთაშორისო სტარტი იყო ამ სეზონზე.

მსგავსი