მსოფლიო ჩემპიონატზე რბოლა გამოდევნებით კაცებში ჟაკლინმა მოიგო | ბიატლონი

17:09, 14.02.2021

სლოვენიურ ქალაქ პოკლიუკაში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატზე ბიატლონში რბოლა გამოდევნებით კაცებში 12.5 კმ-ზე გაიმართა, რომელიც დაძაბულ ბრძოლაში გრანგმა ემილიენ ჟაკლინმა მოიგო. მეორე ადგილზე შვედი სებასტიან სამუელსონი გავიდა, მესამე ადგილი კი მსოფლიოს საერთო ჩათვლის ლიდერმა, ნორვეგიელმა იოჰანეს ბომ დაიკავა.

დღეს, მსოფლიო ჩემპიონატზე პოკლიუკაში ასევე გაიმართება რბოლა გამოდევნებით ქალებში 10 კმ-ზე, სადაც პირველი სტარტს, გუშინდელი სპრინტის გამარჯვებული, ნორვეგიელი ტირილ ეკჰოფი აიღებს.

მსგავსი