მიკაელა შიფრინმა უნიკალური რეკორდი გაიმეორა

16:03, 22.02.2019

სამთო თხილამურებში მსოფლიოს თასის ეტაპი გაიმართა შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში. პარალელურ სლალომში პირველი ადგილი დაიკავა ამერიკელმა მიკაელა შიფრინმა. მისთვის ეს იყო მე-14 გამარჯვება მიმდინარე სეზონში.

შიფრინმა გაიმეორა ერთ სეზონში მსოფლიოს თასის ეტაპების მოგების რეკორდი. ადრე ეს რეკორდი ერთპიროვნულად ეკუთვნოდა შვეიცარიელ ფრენი შნაიდერს (1988-89 წლების სეზონი).

ამერიკელს მსოფლიოს თასზე 1794 ქულა აქვს და 700-ზე მეტი ქულის უსწრებს უახლოეს მდევარს, სლოვაკ პეტრა ვლჰოვას. შიფრინი ოთხი დისციპლინიდან მხოლოდ ერთში – სწრაფდაშვებაში არ არის მსოფლიოს თასის ლიდერი.

მსგავსი