საქართველოს, როგორც ევროპის ზამთრის XVII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძელ ქვეყანას, ევროპის ოლიმპიური კომიტეტების დროშა გადაეცა #1TVSPORT
საქართველოს, როგორც ევროპის ზამთრის XVII ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის მასპინძელ ქვეყანას, ევროპის ოლიმპიური კომიტეტების დროშა გადაეცა #1TVSPORT

იტალიის ქალაქ უდინეში 28 იანვარს ევროპის ზამთრის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის დახურვის საზეიმო ცერემონია გაიმართა.

დახურვის ცერემონიაზე საქართველოს მედროშე ევროპის XVI ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ვერცხლის მედალოსანი, ფიგურული მოციგურავე კონსტანტინე სუპატაშვილი იყო.

ცერემონიის დასასრულს ევროპის ოლიმპიური კომიტეტების პრეზიდენტმა, სპიროს კაპრალოსმა ევროპის ოლიმპიური კომიტეტების დროშა ბორჯომის მუნიციპალიტეტის მერს, ოთარ არბოლიშვილს გადასცა.

ევროპის ზამთრის XVII ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს საქართველო, კერძოდ, ბაკურიანი 2025 წელს უმასპინძლებს.

ევროპის ზამთრის XVI ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე საქართველო სპორტის 4 სახეობაში 8 სპორტსმენმა წარმოადგინა.

საქართველოს ნაკრების წევრთაგან ფიგურული მოციგურავე კონსტანტინე სუპატაშვილი ევროპის XVI ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე ვერცხლის მედლის მფლობელი გახდა.