ევროპის მაუწყებელთა კავშირი 20 ივნისის აქციაზე საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტების დაშავების გამო წუხილს გამოთქვამს
ევროპის მაუწყებელთა კავშირი 20 ივნისის აქციაზე საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტების დაშავების გამო წუხილს გამოთქვამს და მათ გამოჯანმრთელებას უსურვებს.
შესაბამის განცხადებას ევროპის მაუწყებელთა კავშირი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ ავრცელებს.
„ვწუხვართ, რომ ჩვენი ქართველი წევრის, საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტები თბილისში გასული კვირის საპროტესტო გამოსვლების დროს შემთხვევით დაშავდნენ და მათ სწრაფ გამოჯანმრთელებას ვუსურვებთ“, – ნათქვამია ევროპის მაუწყებელთა კავშირის განცხადებაში.
თბილისში, პარლამენტის შენობასთან გამართულ აქციაზე საქართველოს პირველი არხის ხუთი თანამშრომელი დაშავდა.