„ევროპეისკაია პრავდა“ - ორ რუსულ „სუ-27“-ს რუმინულმა ავიაგამანადგურებლებმა საჰაერო სივრცე გადაუჭრეს
„ევროპეისკაია პრავდა“ - ორ რუსულ „სუ-27“-ს რუმინულმა ავიაგამანადგურებლებმა საჰაერო სივრცე გადაუჭრეს

რუმინულმა ავიაგამანადგურებლებმა ორ რუსულ „სუ-27“-ს საჰაერო სივრცე გადაუჭრეს. რუმინეთის საჰაერო ძალებზე დაყრდნობით „ევროპეისკაია პრავდა“ ავრცელებს.

როგორც რუმინეთის საჰაერო ძალების განცხადებაშია აღნიშნული, ნატო-ს საჰაერო პატრულირების მისიის ფარგლებში, ბალტიის ქვეყნებში ბაზირებულმა რუმინელმა პილოტებმა ნატო-ს საჰაერო ოპერაციების ცენტრისგან შეტყობინება მიიღეს ორი დაუდგენელი თვითმფრინავის შესახებ, რომლებიც ნატო-ს პასუხისმგებლობაში არსებული საერთაშორისო წყლების თავზე გადაადგილდებოდნენ. გზის გადაჭრის დროს რუმინელმა პილოტებმა რუსული თვითმფრინავების იდენტიფიცირება შეძლეს, რის შემდეგაც ისინი საზღვრამდე მიაცილეს.

აღსანიშნავია, რომ ბალტიის ქვეყნებში გაძლიერებული საჰაერო პატრულირების მისიის ფარგლებში, რუმინეთმა მორიგეობა 1 აპრილს დაიწყო.