„ბლუმბერგი“ – უკრაინამ „ეფ-16“-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების პირველი პარტია მიიღო, მიწოდებული თვითმფრინავების რაოდენობა მცირეა

20:02, 31.07.2024

უკრაინამ „ეფ-16“-ის ტიპის ავიაგამანადგურებლების პირველი პარტია მიიღო. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „ბლუმბერგი“ თავის წყაროებზე დაყრდნობით წერს.

მედიასაშუალება აღნიშნავს, რომ დასავლელი მოკავშირეები უკრაინას პირველი „ეფ-16“-ების ივლისის ბოლომდე მიწოდებას დაჰპირდნენ. როგორც გამოცემისთვის გახდა ცნობილი, მიწოდებული თვითმფრინავების რაოდენობა მცირეა.

ამასთან, ჯერ დაუზუსტებელია, შეძლებენ თუ არა უკრაინელი მფრინავები, რომლებიც „ეფ-16“-ებისთვის მოამზადეს, აღნიშნული ავიაგამანადგურებლების სწრაფადვე გამოყენებას თუ ამას დამატებითი დრო დასჭირდება.

მანამდე მედიაში გავრცელებული ცნობით, უკრაინა მიმდინარე ზაფხულს პარტნიორებისგან „ეფ-16“-ის ტიპის ექვს თვითმფრინავს ელოდებოდა. სულ ქვეყანამ წლის ბოლომდე 20-მდე ავიაგამანადგურებელი უნდა მიიღოს.

მსგავსი