ჯოზეფ ბორელი - უკრაინელი მფრინავების მომზადება უკვე დაწყებულია და ვიმედოვნებ, მალე შევძლებთ უკრაინისთვის F-16 ტიპის გამანადგურებლების მიწოდებას
ჯოზეფ ბორელი - უკრაინელი მფრინავების მომზადება უკვე დაწყებულია და ვიმედოვნებ, მალე შევძლებთ უკრაინისთვის F-16 ტიპის გამანადგურებლების მიწოდებას

უკრაინელი მფრინავების მომზადება უკვე დაწყებულია და ვიმედოვნებ, მალე ჩვენ შევძლებთ, რომ უკრაინას F-16 ტიპის ავიაგამანადგურებლებიც მივაწოდოთ, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა ბრიუსელში, საგარეო საქმეთა მინისტერიალის დაწყებამდე განაცხადა.

ამასთან, ბორელი მიესალმება უკრაინისთვის თანამედროვე გამანადგურებელი თვითმფრინავების გადაცემის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას და აღნიშნა, რომ ქვეყნის ეროვნული თავდაცვის ძალებისთვის ეს განსაკუთრებით საჭიროა.

გასულ კვირას დიდმა ბრიტანეთმა ე.წ საბრძოლო თვითმფრინავების კოალიციის შექმნის შესახებ მიიღო გადაწყვეტილება, რომელიც მიზნად ისახავს უკრაინელი მფრინავების მომზადებას მეოთხე თაობის გამანადგურებლებზე, მათ შორის F-16-ზე. კოალიციაში გაწევრიანებული არიან დიდი ბრიტანეთი, ნიდერლანდები, ბელგია, დანია, შეერთებული შტატები და პორტულაგია.

თეთრი სახლის განცხადებით, უახლოეს თვეებში განიხილავენ, რა რაოდენობის თანამედროვე გამანადგურებლებს მიიღებს უკრაინა პარტნიორი ქვეყნებისგან და როდის მოხდება ეს.