„ევრონიუსი“ - ნიდერლანდების პოლიციამ ქალაქ ჰააგაში შემზღუდველი ზომების საწინააღმდეგო საპროტესტო აქცია დაშალა
ნიდერლანდების პოლიციამ ქალაქ ჰააგაში შემზღუდველი ზომების საწინააღმდეგო საპროტესტო აქცია დაშალა. ქალაქის პარკში სამართალდამცველებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს.
„ევრონიუსის“ ინფორმაციით, დაკავების შემდეგ ერთ-ერთ დემონსტრანტს პოლიციის ძაღლმა უკბინა. ნიდერლანდების პოლიციის ინფორმაციით, დაკავებამდე მამაკაცი პოლიციელებს ჯოხით თავს დაესხა.
რამდენიმე ადამიანს საპროტესტო აქციაზე შემდეგი შინაარსის წარწერები ეჭირათ – „სიყვარული და თავისუფლება: არა დიქტატურას“. ვირუსის გავრცელების შეზღუდვის მიზნით, ნიდერლანდებში საღამოს 21:00 საათიდან დილის 04:30 საათამდე ე.წ. კომენდანტის საათი მოქმედებს.