„ევრონიუსი“ – ნიდერლანდების პოლიციამ ქალაქ ჰააგაში შემზღუდველი ზომების საწინააღმდეგო საპროტესტო აქცია დაშალა

11:35, 15.03.2021

ნიდერლანდების პოლიციამ ქალაქ ჰააგაში შემზღუდველი ზომების საწინააღმდეგო საპროტესტო აქცია დაშალა. ქალაქის პარკში სამართალდამცველებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლი გამოიყენეს.

„ევრონიუსის“ ინფორმაციით, დაკავების შემდეგ ერთ-ერთ დემონსტრანტს პოლიციის ძაღლმა უკბინა. ნიდერლანდების პოლიციის ინფორმაციით, დაკავებამდე მამაკაცი პოლიციელებს ჯოხით თავს დაესხა.

რამდენიმე ადამიანს საპროტესტო აქციაზე შემდეგი შინაარსის წარწერები ეჭირათ – „სიყვარული და თავისუფლება: არა დიქტატურას“. ვირუსის გავრცელების შეზღუდვის მიზნით, ნიდერლანდებში საღამოს 21:00 საათიდან დილის 04:30 საათამდე ე.წ. კომენდანტის საათი მოქმედებს.

მსგავსი