„ევრონიუსი“ თბილისში სადეზინფექციო სამუშაოების ვიდეოკადრებს ავრცელებს

საქართველში „კოვიდ-19“ის გავრცელების შესაჩერებლად, დედაქალაქის ქუჩების დეზინფექცია მიმდინარეობს, – აღნიშნავს „ევრონიუსი“ და რუბრიკით No Comment შესაბამის ვიდეოკადრებს ავრცელებს.

„ევრონიუსი“ აღნიშნავს, რომ თბილისის მერიის დასუფთავების სამსახურის ჯგუფმა მეხანძრეებთან ერთად დედაქალაქის მთავარი ქუჩების დეზინფექცია ჩაატარა, მას შემდეგ, რაც „კოვიდ-19“-ის შეჩერების მიზნით მიღებული მკაცრი ზომები ძალაში შევიდა.

როგორც „ევრონიუსი“ აღნიშნავს, ახალი შეზღუდვები 17 აპრილს დაწესდა, რითაც მანქანების გადაადგილება ხუთი დღით შეიზღუდა. ეს არის დამატებითი შეზღუდვა, რომელიც მთავრობამ ქვეყანაში კომენდანტის საათთან ერთად დააწესა.