ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე ჩორჩანა-წნელისის ტერიტორიაზე იმყოფებოდა
საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ჟან-კრისტოფ ბელიარდი ჩორჩანა-წნელისის ტერიტორიაზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდა.
ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ერიკ ჰოეგი სოციალურ ქსელში წერს.
„მოხარულები ვართ, რომ ევროკავშირის საგარეო ურთიერთობათა სამსახურის გენერალური მდივნის მოადგილე ბელიარდი შეუერთდა ჩორჩანა-წნელისის ტერიტორიაზე ჩვენს ერთ-ერთ ჯგუფს. ვაფასებთ მის მტკიცე მხარდაჭერას ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიმართ და ჩვენი ჯგუფების მიერ შესრულებულ სამსახურს ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზზე სტაბილურობის უზრუნველყოფისთვის, მთელი ევროკავშირის სახელით“, – წერს ჰოეგი „ტვიტერში“.