ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ავსტრიის ფედერალური საბჭოს დელეგაციას უმასპინძლა
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ ავსტრიის ფედერალური საბჭოს დელეგაციას უმასპინძლა

ავსტრიის ფედერალური საბჭოს დელეგაცია აფხაზეთთან ადმინისტრაციულ სასაზღვრო ხაზთან იმყოფებოდა. როგორც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის პრესრელიზშია ნათქვამი, მისია მიესალმა ავსტრიის ფედერალური საბჭოს დელეგაციას, რომელსაც საბჭოს პრეზიდენტი კლაუდია არპა ხელმძღვანელობდა.

პრესრელიზის თანახმად, ზუგდიდის რეგიონულ ოფისში ვიზიტის დაწყებისთანავე, დელეგაციამ მიიღო ყოვლისმომცველი განახლებული ინფორმაცია აფხაზეთთან ადმინისტრაციული სასაზღვრო ხაზის გასწვრივ არსებული უსაფრთხოებისა და ჰუმანიტარული მდგომარეობის შესახებ. შემდგომში სტუმრები გაემართნენ ნაბაკევი-ხურჩას ყოფილ გადაკვეთის პუნქტთან, სადაც ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დამკვირვებლებმა მიაწოდეს სტუმრებს ინფორმაცია კონფლიქტის შედეგად დაზარალებული თემების ცხოვრებასა და საარსებო წყაროებზე გადაკვეთის პუნქტის დახურვის უარყოფითი გავლენის შესახებ.

„ვიზიტის მსვლელობისას დელეგაცია გაემართა მოქმედი ენგურის ხიდის გადაკვეთის პუნქტამდე, სადაც უშუალოდ დააკვირდა ადგილობრივი მოსახლეობისთვის გადაადგილების თავისუფლების სასიცოცხლო მნიშვნელობას. ვიზიტის დასასრულს დელეგაციის წევრებმა გამოხატეს მადლიერება ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის თანამშრომლების – ქალებისა და მამაკაცების მუშაობისთვის, როგორც ადგილზე არსებული ერთადერთი სადამკვირვებლო წარმომადგენლობის მუშაობის მიმართ. ამჟამად ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში სამი ავსტრიელი დამკვირვებელი მსახურობს“, – ნათქვამია პრესრელიზში.