ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია - მოვუწოდებთ ყველა მხარეს, გამოიჩინონ თავშეკავება და მიიღონ ყველა საჭირო ზომა შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია - მოვუწოდებთ ყველა მხარეს, გამოიჩინონ თავშეკავება და მიიღონ ყველა საჭირო ზომა შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად

მოვუწოდებთ ყველა მხარეს, გამოიჩინონ თავშეკავება და მიიღონ ყველა საჭირო ზომა შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად, – ამის შესახებ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განცხადებაშია ნათქვამი.

სადამკვირვებლო მისია მწუხარებას გამოთქვამს კირბალთან მომხადრი ფაქტის გამო და გმობს ძალის გამოყენებას.

„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში ადასტურებს, რომ ინციდენტი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციულ საზღვართან მოხდა, რის შედეგადაც საქართველოს მოქალაქე ტრაგიკულად დაიღუპა. ღრმა მწუხარებას ვუცხადებთ გარდაცვლილის ოჯახსა და ახლობლებს.

ჩვენ მკაცრად ვგმობთ ძალის გამოყენებას ნებისმიერი ფორმით და გამოვთქვამთ უკიდურეს შეშფოთებას ინციდენტის გამო. რეგიონში მშვიდობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის შესანარჩუნებლად აუცილებელია მსგავსი ინციდენტების აღკვეთა.

მოვუწოდებთ ყველა ჩართულ მხარეს, გამოიჩინონ თავშეკავება და მიიღონ ყველა საჭირო ზომა შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად.

ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით სიტუაციას და ვმუშაობთ დაძაბულობის განმუხტვაზე, მათ შორის, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზის გამოყენებით სროლის შესახებ ინფორმაციის გაცვლით“, – ნათქვამია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განცხადებაში.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ინფორმაციით, კირბალის მიმდებარედ, ოკუპირებულ ტერიტორიაზე ადგილობრივი მცხოვრებლის უკანონოდ დაკავების მცდელობისას რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ სროლის შედეგად გარდაიცვალა საქართველოს მოქალაქე.