ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის 115-ე შეხვედრასთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს

20:24, 01.11.2023

საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IRPM) რიგით 115-ე შეხვედრასთან დაკავშირებით ოფიციალურ ინფორმაციას ავრცელებს.

სადამკვირვებლო მისიის ცნობით, შეხვედრაზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის და ეუთო-ს თანათავმჯდომარეებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს მტკიცე მხარდაჭერა გადაადგილების სრული თავისუფლების დამყარებისადმი და შესთავაზეს კონკრეტული ნაბიჯები ამ მიმართულებით.

მათივე ინფორმაციით, მონაწილეები მიესალმნენ კონსტრუქციულ დისკუსიებს სარწყავ არხთან დაკავშირებულ საკითხებზე თანამშრომლობისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ მართული ცხელი ხაზის გამოყენებასთან დაკავშირებით.

მსგავსი