ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი - მივესალმები აღდგომის დღესასწაულზე ოძისისა და ქარზმანის პუნქტების გახსნას, მიმოსვლის შეზღუდვას აქვს ნეგატიური გავლენა ყოველდღიურ ცხოვრებაზე
საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი ბეტინა პატრისია ბუგანი აღდგომის დღესასწაულისთვის ოძისისა და ქარზმანის გადასასვლელი პუნქტების დროებით გახსნას მიესალმება.
ამის შესახებ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ სოციალურ ქსელ X-ში გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
„მივესალმები მართლმადიდებლური აღდგომის დღესასწაულზე, 3-6 მაისის პერიოდში ოძისისა და ქარზმანის გადასასვლელი პუნქტების გახსნას. ეს ადმინისტრაცილი სასაზღვრო ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ადამიანებს საშუალებას მისცემს, შეხვდნენ თავიანთი ოჯახის წევრებსა და მოინახულონ რელიგიური ადგილები. ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის ფორმატის თანაფასილიტატორები კვლავ მხარს უჭერენ ყველა გადასასვლელი პუნქტის სრულ გახსნას. მიმოსვლის თავსუფლების შეზღუდვას აქვს ნეგატიური გავლენა კონფლიქტით დაზარალებული მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებაზე“, – ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის განცხადებაში.