ევროკავშირი სკრიპალების მოწამვლასთან დაკავშირებით და სირიის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებას გეგმავს
ევროკავშირი სკრიპალების მოწამვლასთან დაკავშირებით და სირიის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებას გეგმავს

ევროკავშირი სკრიპალების მოწამვლასთან დაკავშირებით და სირიის წინააღმდეგ სანქციების გაფართოებას გეგმავს. რუსული მედიის ინფორმაციით, „სკრიპალების საქმეზე“ ე.წ. შავი სია ოთხ ადამიანს შეეხება, რომლებსაც ქიმიური იარაღის წარმოება და გამოყენება ედება ბრალად.

ევროკავშირი შემზღუდველი ზომების დაწესებას რუსეთის დაზვერვის ოფიცრების წინააღმდეგ აპირებს. რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცრის, სერგეი სკრიპალის და მისი შვილის წინააღმდეგ ქიმიური ნივთიერება ბრიტანეთის ქალაქ სოლსბერიში გამოიყენეს. თავდასხმაში ბრიტანეთმა რუსეთი დაადანაშაულა.

პარალელურად, ევროკავშირის საბჭოს სხდომაზე სანქციების გაფართოება სირიის ხელისუფლების წინააღმდეგ იგეგმება. სანქციების სიას 15 ფიზიკური პირი და კომპანია დაემატება. ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები ასევე განიხილავენ ევროგაერთიანებაში და მის საზღვრებს გარეთ დეზინფორმაციასთან ბრძოლის გეგმას. ბრიუსელი დეზინფორმაციის მთავარ წყაროდ რუსეთს მიიჩნევს.