ევროკავშირმა ირანის ხელისუფლების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენების გამო დამატებითი სანქციები დააწესა
ევროკავშირმა ირანის ხელისუფლების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენების გამო დამატებითი სანქციები დააწესა

ევროკავშირმა ირანის ხელისუფლების მიერ მშვიდობიანი დემონსტრანტების წინააღმდეგ ძალის გამოყენების გამო დამატებითი სანქციები დააწესა. შეზღუდვები დაუწესდა 29 ფიზიკურ პირსა და სამ ორგანიზაციას.

„ჩვენ ვდგავართ ირანელი ხალხის გვერდით და მხარს ვუჭერთ მათი მშვიდობიანი პროტესტის, მოთხოვნებისა და შეხედულებების თავისუფლად გამოთქმის უფლებას“, – განაცხადა საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჟოზეფ ბორელმა.

ირანში პოლიციის მიერ დაკავებლი ახალგაზრდა ქალის, მაჰსა ამინის გარდაცვალების გამო, საპროტესტო გამოსვლები სექტემბრის შუა რიცხვებში დაიწყო. უფლებადამცველების მონაცემებით, უსაფრთხოების ძალებთან დაპირისპირებისას მოკლულია 341 დემონსტრანტი, 15 800-ზე მეტი კი დაკავებულია.

ევროკავშირის მიერ დაწესებული ახალი სანქცოები შეეხო ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის მაღალჩინოსნებსა და ირანის შინაგან საქმეთა მინისტრს.