რიკარდ იოზვიაკი - უკრაინამ ევროკავშირს სთხოვა, ბელარუსი ისევე მკაცრად არ დაესაჯა, როგორც რუსეთი
რიკარდ იოზვიაკი - უკრაინამ ევროკავშირს სთხოვა, ბელარუსი ისევე მკაცრად არ დაესაჯა, როგორც რუსეთი

რადიო „თავისუფლების“ ჟურნალისტის, რიკარდ იოზვიაკის ინფორმაციით, უკრაინამ ევროკავშირს სთხოვა, ბელარუსი ისევე მკაცრად არ დაესაჯა, როგორც რუსეთი.

„ერთ-ერთი მიზეზი იმისა, თუ რატომ ვერ მოხვდა ბელარუსი რუსეთთან ერთად სანქციების სიაში, არის ის, რომ თავად უკრაინამ მოითხოვა, მინსკი ამ სიაში არ შეეყვანათ“, – წერს იოზვიაკი მიკრობლოგ „ტვიტერზე“.

ბრიუსელში დაჩქარებული წესით მუშაობენ რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მეათე პაკეტზე, რომლის მიღებასაც ევროკავშირი უკრაინა-ევროკავშირის სამიტამდე აპირებს, რომელიც თებერვლის დასაწყისშია დაგეგმილი.