„ბლუმბერგი“ - სამართლებრივი პრობლემების გამო, ევროკავშირი ზოგიერთი რუსისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს
„ბლუმბერგი“ - სამართლებრივი პრობლემების გამო, ევროკავშირი ზოგიერთი რუსისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს

სამართლებრივი პრობლემების გამო, ევროკავშირი ზოგიერთი რუსისთვის სანქციების მოხსნას განიხილავს. ამის შესახებ ინფორმაციას „ბლუმბერგი“ ავრცელებს.

ამჟამად ევროკავშირიდან სასამართლოს 30-მდე პირმა მიმართა სანქციების სიიდან ამოღების მოთხოვნით და კიდევ ათამდე ასეთი მოთხოვნა პირდაპირ ევროკავშირს გაეგზავნა. ევროკავშირის საბჭოს იურიდიულმა სამსახურმა ევროკავშირის ელჩებს განუცხადა, რომ ზოგიერთი მოთხოვნა გამართლებულია.

მათივე ცნობით, სანქცირებული პირების მიერ მიწოდებულმა ინფორმაციამ აჩვენა, რომ მტკიცებულებები, რომლებსაც სანქციები ეფუძნება, შეიძლება, იყოს სუსტი, მოძველებული ან არასწორი. ცნობილია, რომ მათ შორის, ვინც მათ მიმართ ევროკავშირის მიერ დაწესებულ სანქციებს არ ეთანხმება, არიან რუსი ოლიგარქები რომან აბრამოვიჩი, ვიქტორ რაშნიკოვი, მიხაილ ფრიდმანი, პეტრ ავენი, ანდრეი მელნიჩენკო და დიმიტრი მაზეპინი. ერთ-ერთი პირველი, რომელმაც ევროსასამართლოში სარჩელი შეიტანა ოლიგარქი ალიშერ უსმანოვი იყო, რომლის მიმართაც სანქციები სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყებისას დაწესდა. სანქციებს ასევე აპროტესტებს ფოლადის მაგნატი ალექსეი მორდაშოვი.

სანქციების მეშვიდე რაუნდის ფარგლებში ევროკავშირი სიაში კიდევ 50-მდე ადამიანისა და ორგანიზაციის დამატებას გეგმავს.