ევროკავშირი რუსეთს მოუწოდებს, გერმანელი, შვედი და პოლონელი დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილება შეცვალოს
ევროკავშირი რუსეთს მოუწოდებს, გერმანელი, შვედი და პოლონელი დიპლომატების გაძევების გადაწყვეტილება შეცვალოს. ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერის, პეტერ სტანოს განცხადებით, ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი, ჟოზეფ ბორელი მოსკოვის გადაწყვეტილებას მკაცრად გმობს.
„უმაღლესი წარმომადგენელი გამოხატავს ევროკავშირის სოლიდარობას ამ წევრი ქვეყნების მიმართ. ეს გადაწყვეტილება უნდა გადაიხედოს. ჯოზეპ ბორელმა სერგეი ლავროვთან შეხვედრისას შეიტყო, რომ სამი ევროპელი დიპლომატი რუსეთიდან გააძევეს. მან მკაცრად დაგმო ეს გადაწყვეტილება და უარყო ბრალდებები, რომ ისინი ახორციელებდნენ საქმიანობას, რომელიც შეუთავსებელია მათ სტატუსთან, როგორც უცხოელ დიპლომატებთან“, – განაცხადა პეტერ სტანომ.
მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ რუსეთმა ევროპელი დიპლომატები ქვეყნიდან ოპოზიციის არასანქცირებულ აქციებში მონაწილეობისთვის გააძევა. აღსანიშნავია, რომ ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჟოზეფ ბორელი სამდღიანი ვიზიტით რუსეთში იმყოფება.