ჯოზეფ ბორელი - სი ძინპინის რუსეთში ვიზიტმა ბირთვული ომის შანსი შეამცირა
ჯოზეფ ბორელი - სი ძინპინის რუსეთში ვიზიტმა ბირთვული ომის შანსი შეამცირა

ჩინეთის პრეზიდენტის, სი ძინპინის რუსეთში ვიზიტმა ბირთვული ომის შანსი შეამცირა, – ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო ქმედებათა სამსახურის ხელმძღვანელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.

ბორელის თქმით, სი ძინპინმა ძალიან ნათლად განუცხადა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს, რომ მან არ უნდა განათავსოს ბირთვული იარაღი.

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებით, ჩინეთის მიერ შემოთავაზებული კონფლიქტის გადაწყვეტა, რომელიც აშშ-მა უარყო, არ არის საკმარისი კონფლიქტის მოსაგვარებლად, მაგრამ ასევე არ არის მთლიანად მოსკოვისთვის სასარგებლო.

„პრეზიდენტს სურს, მინიმუმამდე დაიყვანოს რუსეთის სამხედრო ინტერვენციასთან ასოცირების რისკი. ისინი არ არიან ჩართული სამხედრო კუთხით და არ არის იმის ნიშანი, რომ მათ სურთ სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობა“, – განაცხადა ჯოზეფ ბორელმა.