ევანგელურ-ლუთერული ეკლესია აღდგომის დღესასწაულს 12 აპრილს აღნიშნავს. შერიგების ეკლესიაში სადღესასწაულო ლიტურგიას ევანგელურ-ლუთერული ეკლესიის ეპისკოპოსი მარკუს შოხი უძღვებოდა. ლიტურგიას მრევლის მცირე ნაწილი სოციალური დისტანციის დაცვით ესწრებოდა.
„წელს აღვნიშნავთ აღდგომას, როგორც ყოველთვის.მაგრამ სამწუხაროდ, წლევანდელი აღდგომა არ შეგვიძლია აღვნიშნოთ მთელ მრევლთან ერთად.ქრისტე აღსდგა და გილოცავთ ყველას. ვუსუსრვებთ მადლიან აღდგომას“, – განაცხადა ეპისკოპოსმა მარკუს შოხმა.
ევანგელურ-ლუთერულ ეკლესიას საქართველოში ორი საუკუნის ისტორია აქვს. ეკლესიის მრევლს თავისუფლად შეკრების უფლება 1991 წლიდან მიეცა. საქართველოში ევანგელურ-ლუთერანული ეკლესია რამდენიმე სამრევლოს აერთიანებს. ეკლესია დაახლოებით 1 000 წევრს ითვლის.