სააღდგომო ლიტურგია სამების ტაძარში [ფოტო]
სააღდგომო ლიტურგია სამების ტაძარში [ფოტო]

საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს.

სააღდგომო ლიტურგია მიმდინარეობს თბილისში, სამების საკათედრო ტაძარში, სადაც შეკრებილ მრევლს პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე გააცნეს.

სამების ტაძარში მიიტანეს იერუსალიმიდან ჩარტერული რეისით ჩამოტანილი წმინდა ცეცხლი.

სამების საკათედრო ტაძარში იმყოფებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და მთავრობის წევრები, „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე, ასევე თბილისის მერი კახა კალაძე.