ბათუმის მართლმადიდებლურ ტაძრებში სააღდგომო ლიტურგია დილის 07:00 საათიდან დაიწყო

09:38, 19.04.2020

ბათუმში მოქმედ მართლმადიდებლურ ტაძრებში სააღდგომო ლიტურგია დილის 07:00 საათიდან დაიწყო. ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის გადაწყვეტილებით, სააღდგომო წირვა ტრადიციული წესით მხოლოდ მონასტრებში, მრევლის გარეშე აღავლინეს სასულიერო პირებმა.

მიმდინარე წირვას მრევლის ნაწილი ტაძარში დისტანციის დაცვით ესწრება. სასულიერო პირებთან ერთად, ტაძარში მორწმუნეებიც პირბადეებით იმყოფებიან.

მრევლის ნაწილი ტაძრის ეზოში ასევე ერთმანეთისგან რეკომენდებული დისტანციით დგას.

მსგავსი