ბაგრატის ტაძრის წინამძღვარი - ტაძარში მოუსვლელობისთვის არავის განვიკითხავთ, მაგრამ ველოდებით, რომ შემდეგ ხალხმა ეს შეინანოს
ბაგრატის ტაძრის წინამძღვარი - ტაძარში მოუსვლელობისთვის არავის განვიკითხავთ, მაგრამ ველოდებით, რომ შემდეგ ხალხმა ეს შეინანოს

სააღდგომო ლიტურგია ქუთაისში, ბაგრატის ტაძარში უცვლელი წესით ჩატარდება, – ამის შესახებ ტაძრის წინამძღვარმა განაცხადა.

ბაგრატის ტაძრის წინამძღვრის, მამა გიორგის თქმით, შუაღამის მსახურება 23:00 საათზე დაიწყება, რომლის დასრულების შემდეგ იქნება ლიტანიობა. სასულიერო პირები, ეკლესიის მსახურები და მრევლი ტაძრის ირგვლივ სააღდგომო საგალობელს შეასრულებენ.

ტაძრის წინამძღვარი მღვდელ-მონაზონი გიორგი ამბობს, რომ ვირუსის გადადების საფრთხე ეკლესიაში არ არსებობს, თუმცა რეკომენდაციების გათვალისწინებას მრევლი მაქსიმალურად ცდილობს. მამაო მორწუნეებს მოუწოდებს, მივიდნენ ტაძარში და არ შეშინდნენ. მისი თქმით, ფეხით სიარული დიდი მადლია.

ტაძარში უკვე დამონტაჟებულია სპეციალური აპარატურა, რომლის საშუალებითაც მრევლს წირვა ლოცვის მოსმენა ეზოში შეეძლება. სასულიერო პირი მთავრობის მიერ მიღებულ ზომებს ზედმეტად მკაცრს უწოდებს და ამბობს, რომ ვინც მათ მოწოდებას დაემორჩილება, მომავალში მოსანანიებელი ექნება.

„ის ადამიანები, ვინც მრევლს მოსვლას უშლის, მათი პრობლემაა და ვინც მათ ნებას დაჰყვება და შიშს გამოიჩენს, შემდეგ შესანანებელი ექნებათ. იმის გამო, რომ ვინმე არ მოვიდეს, არავის განვიკითხავთ, მაგრამ ველოდებით, რომ შემდეგ ხალხმა ეს შეინანოს“, – განაცხადა ბაგრატის ტაძრის წინამძღვარმა, მამა გიორგიმ.

დატოვე კომენტარი